|
2023-09-11 09:31:02, 722 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მინდა, ვუთხრა გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ - ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა
სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი უწყება იყო მობილიზებული, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მისი თქმით, გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. „ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. პირველივე წუთებიდან, როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დღესაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს. „მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობს. მადლობა მერებს, მერიის თანამშრომლებს, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივს, მხარდამჭრებს. მათ, ვინც დაკავებულები არიან ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებით. თითოეულ ოჯახთან მიდიან ჩვენი წარმომადგენლები, არის ცხელი ხაზი, სადაც ზარები ფიქსირდება. ყველა ოჯახიდან გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც საშიშ ადგილებში ცხოვრობენ, ეს ღონისძიებები გაგრძელდება. მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“,- აღნიშნა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)