|
2023-09-08 12:17:34, 762 ნახვა
საზოგადოება
მერია - რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეზღუდულია
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი ეწყობა, რის გამოც, სამუშაოების დასრულებამდე, გია რომელაშვილისა და გიორგი ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტომობილები იმოძრავებენ აბაის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ავეტიკ ისააკიანის ქუჩების გამოყენებით. "რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N317 და N386 ავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მოძრაობისას არ გაივლიან რომელაშვილის ქუჩას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისააკიანის ქუჩიდან ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მიმართულებით, გაჩერებების გარეშე იმოძრავებს, შემდეგ აბაის ქუჩით დაუკავშირდება რომელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და ანზორ გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება. აღნიშნული ტერიტორიიდან N317 ავტობუსი დაუკავშირდება ჩარგლის ქუჩას, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩას, საიდანაც ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N317 ჩარგლის ქუჩიდან, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩიდან მოძრაობას აბაის ქუჩაზე გააგრძელებს, შემდეგ რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩებით კვლავ აბაის ქუჩას დაუკავშირდება, გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება და მარცხნივ მოხვევით, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩისკენ გადაადგილდება. აღნიშნული ტერიტორიიდან ავტობუსები ისააკიანის და ავშნის ქუჩების გადაკვეთამდე შეუჩერებლად იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას გააგრძელებენ უკვე არსებული მარშრუტით. ავტობუსი N375 მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრაობისას, რომელაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N19 კორპუსამდე, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ისააკიანის ქუჩას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“ იმოძრავებს. N375 უკუმიმართულებისას მგზავრებს იმავე მარშრუტით მოემსახურება. N421 და N510 მიკროავტობუსები რომელაშვილის ქუჩაზე გადაკეტილ საგზაო მონაკვეთს ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N11 და N7 კორპუსების საშუალებით შემოუვლიან, რის შემდეგაც, კვლავ რომელაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)