|
2023-09-08 10:00:45, 807 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი საფრთხის ზონებს, ტყის მართვის გამოწვევების მქონე არეალებსა და იმ სატყეო ფართობებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. „ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობამ ავსტრიელ კოლეგებს მუხის სახეობისა და მუხნარი კორომების მდგომარეობზე ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან ავსტრიაში კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შედეგად, ფოთლოვანი სახეობები და განსაკუთრებით მუხა მოწყვლად სახეობად ითვლება. ასევე, გაეცენენ საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასა და მდგრადი, ბუნებრივი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მხარეებმა, ტყეებზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ბუნებრივი საფრთხეების მართვასა და ტყის აღდგენასთან დაკავშირებით სამომალო თანამშრომლობის პერსპეტივებიც განიხილეს. ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც უმასპინძლეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)