|
2023-09-07 11:30:54, 624 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წლის აგვისტოს თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 13 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 - სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი შიდა ქართლის და იმერეთის, 4 - გამოვლენილია გურიის, ხოლო 1 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. „სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. 2023 წლის აგვისტოს თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 85 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტია გამოვლენილი, ”საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1245 კუბური მეტრი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)