|
2023-09-06 12:53:58, 621 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინკს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინკს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, ამავე საფინანსო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსი და სხვა ოფიციალური პირები. "შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე საქართველოში. ხაზი გაესვა EBRD-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბანკის ფინანსურმა კონტრიბუციამ საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ. ევრო შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი (82 პროცენტი) კერძო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტებზე და სხვ. შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26-27 ოქტომბერს გაიმართება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)