|
2023-09-06 11:46:49, 753 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა
29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. „29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით მინიმუმ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები. მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი სამსახურების, გამგეობების წარმომადგენლები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პრობლემა შეექმნა. 29 აგვისტოს 21:00 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. ყველგან ვიყავით მისული და შევაფასეთ არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება და აღდგება. „უხვი ნალექის შედეგად, დედაქალაქში 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად: გლდანი - 136; ნაძალადევი - 114; საბურთალო - 92; ვაკე - 78; სამგორი - 65; დიდუბე - 49; ისანი - 30; მთაწმინდა - 24; კრწანისი - 19; ჩუღურეთი - 19. საჭიროა ჩვენი მხრიდან ჩართულობა, მოწესრიგება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. თანხები უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია თანხები. გამგეობებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მუშაობას“, - დასძინა თბილისის მერმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)