|
2023-09-04 15:00:20, 670 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ გაიმართა
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული კულტურის მხარდაჭერას და ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ნიკოლოზ წულუკიძეს და სპექტაკლს „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ უმასპინძლა. ცნობილი და უცნობი ისტორიები ქართული თეატრის ცხოვრებიდან – ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე მაყურებელმა მოისმინა ამბები რეპერტუარიდან მოხსნილ თუ ცენზურას დაქვემდებარებულ და ექსპერიმენტულ სპექტაკლებზე, გაეცნენ თეატრის კრიტიკოსების ძველ რეცენზიებს და გაიხსენეს სხვადასხვა სცენაზე შექმნილი ცნობილი თეატრალური პერსონაჟები. ნიკოლოზ წულუკიძემ, ქართული თეატრის აქამდე უცნობი, არქივში გადანახული ისტორიები, თეატრის დიდ სცენაზე მონაწილეებთან ერთად, განსხვავებული ფორმებითა და ვიზუალით კვლავ გააცოცხლა და თეატრის მოყვარულები დროსა და სივრცეში ამოგზაურა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული თეატრის მსახიობებმა, მომღერლებმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა. „ჩვენს ქვეყანაში თეატრს იმხელა ისტორია აქვს, არ შეიძლება ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცეს და სწორედ თეატრის ძალის პრეზენტაცია იყო ქუთაისის თეატრის სცენაზე. ერთად ვიმოგზაურეთ ქართული თეატრის იმ დროსა და სივრცეში, რომლის მოსმენაც მაყურებლისთვის ესოდენ საინტერესო და მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაზისბანკს ქართული თეატრის პოპულარიზაციის, თანამედროვე სახელოვნებო პროცესების ხელშეწყობისთვის და გაწეული მხარდაჭერისთვის.“ - ნიკოლოზ წულუკიძე. „ბაზისბანკისთვის ერთ-ერთ პირორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქართული კულტურის მხარდაჭერა და ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის ხეშეწყობა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. კულტურის სფეროს პროექტების მხარდაჭერის არაერთწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკის ხელშეწყობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდება.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. ცნობისთვის, ბაზისბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი. ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი სახელოვნებო ღონისძიების განხორციელებას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)