|
2023-09-01 16:06:52, 994 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ქ. N46-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N46-ში, 800 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი. „სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „დოკასპორტი“ შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 551 ლარი გამოიყო. საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, 2 000 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 519 397 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)