|
2023-09-01 13:06:42, 702 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ სამეგრელოში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმოში „ჯეონათსი“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს თხილის მოსავლის დაბინავება სამეგრელოს რეგიონში, როგორი მოსავალია წელს. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა. მათ წინა წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ფერმერს აუცილებლად მოუარონ ბაღებს, განახორციელონ ის ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაწერილია შესაბამისი აგროკალენდარით. ეს პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია რაოდენობრივად და ხარისხობრივად უკეთეს მოსავალთან, უკეთეს ფასთან და რა თქმა უნდა, თითოეული ფერმერის უკეთეს შემოსავალთან",- განაცხადა ოთარ შამუგიამ. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორის ლევან ქარდავას განცხადებით, წელს ფერმერების ნაწილმა თხილის ბაღებს სათანადოდ ვერ მოუარა, რაც თხილის ხარისხზე აისახა. ,,მოვლილ ბაღებში თხილი, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური ხარისხისაა. სამწუხაროდ, თხილის ბაღების საკმაოდ დიდი ნაწილი ფერმერების მხრიდან არ არის სათანადოდ მოვლილი და ამაზე წვიმებმაც იმოქმედა. თხილის ფასი დამოკიდებულია მის ხარისხზე. დღესდღეობით, სამეგრელოში, ფასი იწყება 3 ლარიდან და მერყეობს 5 ლარამდე",- განაცხადა ლევან ქარდავამ. აღსანიშნავია, რომ თხილის გადამმუშავებელი საწარმო შპს „ჯეონათსი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოს, თხილი, ყოველ წელს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი აცხადებს წელსაც აქვთ მოლოდინი, რომ ჩაბარებული თხილის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე იქნება გატანილი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)