|
2023-09-01 11:27:30, 740 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და ხარისხიც ნორმალურია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერ შალვა ჩხენკელის თხილის ბაღში თხილის კრეფის პროცესს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სოფელ ანაკლიაში, მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად შეხვდა იმ მეთხილე ფერმერებს, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან. „სამეგრელოს რეგიონში შევხვდით ფერმერებს და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და პირველ რიგში, მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია წლევანდელ მოსავალთან, არსებულ გამოწვევებთან და მოსავლის დაბინავების პროცესთან დაკავშირებით. როგორც ფერმერებმა თქვეს, ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია, საშუალოდ ჰექტარზე დაახლოებით ტონა ნახევარი-სამი ტონის ფარგლებში და ხარისხიც ნორმალურია", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „მთავრობა არაერთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ვიმყოფებოდით ერთ-ერთი მეთხილე ფერმერის თხილის ბაღში, რომელმაც სახელმწიფო პროგრამით 47 ჰა-ზე სარწყავი სისტემა მოაწყო, რამაც ხელი შეუწყო, როგორც მოსავლიანობის ზრდას, ასევე უკეთესი ხარისხის წარმოებას, ადგილობრივების დასაქმებას და ზოგადად, ქვეყანაში შიდა პროდუქტის შექმნას“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა. ფერმერი შალვა ჩხენკელი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და პროგრამებით „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობს. ფერმერმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღში სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება 104,250 ლარი მიიღო, 5 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენებისათვის 17,750 ლარი, ჭა/ჭაბურღილის მოწყობის მიზნობრიობით კი თანადაფინანსება 18,800 ლარი. მინისტრთან ერთად სამეგრელოს რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია იმყოფებოდნენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)