|
2023-08-31 12:43:05, 697 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში თხილის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ. „ჩვენ მოვისმინეთ ფერმერებისგან, რომ ვინც ისარგებლა მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამით, აქვთ კარგი, ხარისხიანი მოსავალი, უფრო უკეთესი ვიდრე იყო ეს გასულ წელს. მთლიანობაში ველოდებით, რომ წლევანდელ წელს მოსავალი იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი. ფაქტობრივად, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა სრულიად საკმარისია 4-5-ჯერ წამლობის ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო და, ვფიქრობ, რომ წელსაც და მომავალ წლებშიც თუ ფერმერები კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ თხილის მოვლაზე, გვექნება უკეთესი და უკეთესი მოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად შევხვდით თხილის მწარმოებელ ფერმერებს სოფელ აკეთში არსებულ თხილის შემნახველ საწარმოში. მინდა მოვუწოდო ჩვენს თხილის მწარმოებელ ფერმერებს, რომ მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა ჰქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერები ესწრებოდნენ, რომლებმაც იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს. შეხვედრა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. ფერმერებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)