|
2023-08-28 21:12:54, 1042 ნახვა
საზოგადოება
რა იწვევს წელის ტკივილს?
რა იწვევს წელის ტკივილს? წელის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მსოფლიოში ადამიანთა თითქმის 80%-ს აწუხებს. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ეს პრობლემა ხერხემლის პათოლოგიებს უკავშირდება:
უმეტეს შემთხვევაში, ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხერხემლის დაზიანებებით გამოწვეული დაავადებებია, თუმცა, ის შეიძლება გამოიწვიოს შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და სიმსივნურმა დაავადებებმაც. გარდა ამისა, წელის ძლიერი ტკივილი წელკავს, მოულოდნელ ტრავმას, მძიმეების აწევას და გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვასაც უკავშირდება. წელის ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის დასაწყისს, ლოკალიზაციასა და გავრცელებას. დისკომფორტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, მუდმივი და მოვლითი. ექიმები წელის ტკივილის დროს პაციენტებს, პირველ რიგში, ურჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, ვარჯიშსა და ცურვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევამციროთ სიმძიმეების აწევა და ისეთი აქტივობები, რომლებიც მოითხოვს წელის მიდამოში დატვირთვას. გარდა ამისა, მკურნალობის დროს პაციენტები გასაყუჩებლად პრეპარატებს იყენებენ და წელის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვისა და ტკივილის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. წელის ქამრებისა და კორსეტების მრავალფეროვან არჩევანს სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში” შეხვდებით. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები საქართველოს მასშტაბით: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებშია წარმოდგენილი. ფილიალების გარდა, სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობითაც ხდება. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. წელის ტკივილის არსებობისას, პირველ რიგში, საჭიროა დროულად გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია და მისი მითითების შესაბამისად დაიწყოთ მკურნალობა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)