|
2023-08-28 15:19:26, 1461 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. როგორც პროკუდინი აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სოფელ სადოვოესზე იერიში ჭურვებით მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 63 წლის ქალი, ხოლო 58 წლის კაცმა მრავლობითი ჭრილობა მიიღო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. "რუსეთის მიერ სოფელ სადოვოეს დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. დაახლოებით დილის 10:40 საათზე, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კორპუსს ჭურვები დაუშინეს. სამწუხაროდ, ეზოში მყოფი 63 წლის ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 58 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობით საავამყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა", - აღნიშნავს პროკუდინი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)