08:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 15:29:04, 806 ნახვა

საზოგადოება
„მთავარი არხი“ - მესტიაში ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

"მთავარი არხის" ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ.

მათი განცხადებით, ჟურნალისტებს თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს.

ემა გოგოხიას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. მისივე ინფორმაციით, თავს 12-მდე ადამიანი დაესხათ. 

როგორც ემა გოგოხია აღნიშნავს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. მისივე ინფორმაციით, თავს 12-მდე ადამიანი დაესხათ.

"თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ. ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს ასევე გადამცემი.

მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ... დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით, საქმეს გაგვირჩევდნენ", - განაცხადა ემა გოგოხიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics