|
2023-08-26 11:03:55, 798 ნახვა
საზოგადოება
ლაშა შალამბერიძე - თხილის ფასი ხარისხთან ერთად ერთად გაიზრდება - ამჟამად მოსახლეობა ნაადრევად ჩამოყრილ მოსავალს ყიდის
თხილის ფასი ხარისხსის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრო მაღაზიებში გაანაღდეს, მისივე განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ. ,,დღევანდელი ფასები არ არის რეალურად საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ ეს არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა - ბუნებრივია ის ხარისხიანი არ იქნება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჯერ თხილი გააშრონ და შემდეგ პირდაპირ ჩააბარონ საწარმოებში, რათა საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი იქნება მაღალი და შესაბამისად ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება” განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)