|
2023-08-25 11:46:28, 669 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3“ კალათბურთში იმართება
ბათუმის ბულვარში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3“ კალათბურთში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება, მათ შორის მონაწილეობს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი. „თავდაპირველად ტურნირში 26 გუნდი ასპარეზობდა. მათგან ფინალურ შეხვედრებში დაპირისპირება კი, 10 გუნდს მოუწევს. გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირს „3X3“ კალათბურთში უკვე მესამედ ატარებს. ჩემპიონატი 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)