|
2023-08-24 17:21:03, 802 ნახვა
საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი, ხოლო 2 ადამიანის ძებნის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი აღნიშნავს, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთი, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი მოზარდს. „ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)