|
2023-08-24 13:38:30, 655 ნახვა
საზოგადოება
ონის მერი - შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია - კიდევ 4 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. 28 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 4 ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა. მისი თქმით, საძიებო სამუშოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, ისე ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გრძელდება. "კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს ქვეყანას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. 28 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 4 ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე",- განაცხადა ხიდეშელმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)