|
2023-08-22 14:29:56, 814 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში სამშენებლო ნარჩენისგან 30-მდე ლოკაცია გაიწმინდა
დედაქალაქში დასუფთავების აქციები გრძელდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, სამშენებლო/ინერტული ნარჩენი დიდი დიღმის დასახლებაში 30-მდე მისამართიდან გაიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსების კუთხით დიდი დიღომი ერთ-ერთი პრობლემური დასახლებაა. მოგეხსენებათ, კონტეინერებში ან მიმდებარედ ინერტული ნარჩენის განთავსება დაუშვებელია. ეს არის სამართალდარღვევა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)