|
2023-08-22 12:24:06, 764 ნახვა
საზოგადოება
ონის მერის მოადგილე - სტიქიის ზონაში არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომელიც არაა გადამუშავებული
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომელიც არაა გადამუშავებული,- ამის შესახებ ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოების შედეგად ამოყვანილია 28 მიცვალებული, მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ კვლევები და 5 ადამიანის ძებნითი სამუშაოები. „სამძებრო სამუშაოების შედეგად 28 მიცვალებული არის ამოყვანილი. ამჟამად მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ კვლევები და 5 ადამიანის ძებნითი სამუშაოები. ძებნის სამუშაოები როგორც სტიქიის ზონაში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომ არ იქნას გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით, გარკვეულ ლოკაციებზე მიწის მასის კიდევ ხელმეორედ გადამუშავება მოხდა. ასევე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება და კალაპოტის ფორმირება“,- განაცხადა შერაზადიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)