|
2023-08-21 12:37:23, 810 ნახვა
საზოგადოება
ონის მერის მოადგილე - შოვში კიდევ 5 დაკარგულს ეძებენ, სამძებრო სამუშაოები 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს
ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები,- ამის შესახებ ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადაშვილმა განაცხაა. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება. "გუშინდლის შემდგე მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში. ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი - როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოებიმ",- განაცხადა შერაზადიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)