11:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 11:02:46, 759 ნახვა

საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი კი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორც Global Finance-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულები შეირჩნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი ციფრული სტრატეგია აქვს ბანკს მომხმარებლების მოსაზიდად და შესაბამისი სერვისების გასაწევად, შეთავაზებების რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორია ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინი და რამდენად ეფექტიანია მათი ფუნქციონალები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დაასახელა ავტორიტეტული წევრებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ 20 კატეგორიაშისაქართველოს ბანკი“ საუკეთესოდ. აქედან ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად Global Finance მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics