11:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-20 14:01:16, 879 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

19-20 აგვისტოს, ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა.  ღონისძიებას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე  ესწრებოდნენ.

ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის  ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.  აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა.

ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით  ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics