11:24 - 18 Aug, 2026
|
2023-08-18 13:28:18, 737 ნახვა
საზოგადოება
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)