|
2015-02-10 12:26:07, 880 ნახვა
სამართალი
სოფელ კვირიკეს მოქმედი და ყოფილი რწმუნებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები, ასევე ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განიზრახა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების დახმარებით დაამზადა მიწის ფლობის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 341-ე 342-ე და 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)