|
2023-08-18 12:24:14, 822 ნახვა
საზოგადოება
მარგველიძე შოვზე - 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 იდენტიფიცირებულია. როგორც მარგველიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საძიებო სამუშაოები მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში გრძელდება. "დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო, დაახლოებით, 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამოსვენებული 27 პიროვნებიდან, 25 არის უკვე იდენტიფიცირებული", - თქვა პაპუნა მარგველიძემ. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)