12:17 - 18 Aug, 2026
|
2023-08-18 12:04:46, 811 ნახვა
საზოგადოება
მარტვილის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა - დაკავებულია ერთი პირი
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ველოსიპედით მოძრაობდა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)