|
2023-08-18 11:37:47, 864 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია
ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის მიერ კვების რაციონის სრულად გათვალისწინება ისევ არ ხდება. "საყურადღებო რჩებოდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც განმეორებითი კვლევის შედეგადაც ვნახეთ და ყველა მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული. რაც შეეხება პაციენტს, ის უფრო აქტიურია. კვების რაციონის სრულად გათვალისწინება მაინც არ ხდება, მაგრამ არის კვების მხრივაც გაუმჯობესება",- განაცხადა ჩხაიძემ. შეკითხვაზე, იძლევა თუ არა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას, ჩხაიძემ თქვა: "ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და პარამეტრები, რაც მას გააჩნია, შეესაბამება სრულად სტაციონარის პირობებში მკურნალობას".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)