|
2023-08-17 18:32:51, 767 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი - დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება
დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონიაში ტრაგედიის მე-14 დღეს მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მაშველების მიერ გამოსვენებული მამაკაცი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ''დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება. დღეს დაახლოებით ნახევარი საათის უკან, საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ჩვენ როგორც გვაქვს დაყოფილი სექტორებად, ეს არის დააახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი ჩვენი, რომელიც მაშველების მიერ გამოსვენებულია მდნარიდან და გადასვენებულია პროზექტურაში'', - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 6 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)