13:08 - 18 Aug, 2026
|
2023-08-17 10:03:33, 717 ნახვა
საზოგადოება
მერია - აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. "აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"- ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)