|
2023-08-16 21:23:11, 946 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი - სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება და ძებნა-შველის სამუშაოები ფაქტობრივად დღეს დავასრულეთ
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შოვში სტიქიის მე-14 დღე შეაჯამა. მისი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები მხოლოდ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტზე დარჩათ და ამ ადგილას სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. ''ფაქტიურად დღეს ჩვენ დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს სულ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ხვალ დავასრულებთ'', - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)