17:13 - 18 Aug, 2026
|
2023-08-08 14:49:47, 584 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამშობლოს სამსახურისთვის თავგანწირულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც. "2008 წლის ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)