|
2023-08-08 14:51:50, 1124 ნახვა
საზოგადოება
მოთხოვნადი ტელევიზორები Extra-ზე
ჩვენს ქვეყანაში ტელევიზორი იმდენად პოპულარული ნივთია, ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ოჯახი, რომელსაც ერთი ტელევიზორი მაინც არ აქვს. გემოვნებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, ხშირია შემთხვევა, როცა სახლში იმდენი ტელევიზორია, რამდენიც ოთახი. მიუხედავად მისი მარადიული აქტუალობისა, დროსთან ერთად იცვლება მისი მახასიათებლები, ფუნქციები და საჭიროებს განახლებას. ამისთვის კი საუკეთესო ადგილი ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი extra.ge გახლავთ. რატომ ექსტრა? იმიტომ რომ ექსტრაზე შოპინგი ძალიან მოსახერხებელია, მარტივია და არ მოითხოვს მაინცდამაინც სამუშაო საათებში მაღაზიებში სიარულს. დიახ, ექსტრა იძლევა საშუალებას 24/7-ზე იაროთ ვირტუალურ მაღაზიებში ონლაინ და შეიძინოთ ტელევიზორი თუნდაც ღამის 3 საათზე, მაშინ როცა ყველას სძინავს. შეარჩიეთ extra-ზე Philips, Sony, Samsung, Lg, Hisense და სხვა ცნობილი ბრენდების ტელევიზორები თანამედროვე დიზაინით და ფუნქციებით, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ განვადებით და დაელოდეთ კურიერს, რომელიც შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანთ. თუ აგარაკზე ახვედით და აღმოჩნდა, რომ ტელევიზორი გაგიფუჭდათ, ნუ იდარდებ და ნურც თბილისში წამოსვლას განიზრახავთ, მაშინვე ეწვიეთ ექსტრას, გააკეთეთ შეკვეთა და მშვიდად დაელოდეთ ახალ ტელევიზორს. ტელევიზორების ფასი ექსტრაზე 300 ლარიდან იწყება და 25 000 ლარამდე ადის, საშუალო დონის ტელევიზორს, რომელიც შეასრულებს ამ მოწყობილობისთვის საჭირო დავალებას 1000-დან 2000 ლარამდე შეიძენთ, თუმცა, ბუნებრივია ფუნქციების მრავალფეროვნებასთან ერთად იზრდება ფასებიც. ყველაზე მოთხოვნადი ტელევიზორები წლებთან ერთად დაიხვეწა ტექნიკის ეს მიმართულება და დღეს უკვე ბაზარი მრავალ, სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილ ტელევიზორს გვთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია სმარტ ტელევიზორი. სმარტ ტელევიზორს აქვს ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მის ფუნქციონალს. ტელევიზორის ინტერნეტთან კავშირი სხვადასხვა სასარგებლო რესურსებისა და აპლიკაციების გამოყენების საშუალებას იძლევა. მაგალითად, შეგიძლიათ სრულფასოვნად გამოიყენოთ Youtube, სოციალური ქსელები და.ა.შ. ზოგიერთ, თანამედროვე სმარტ ტელევიზორს კამერაც მოჰყვება, ონლაინ კონფერენციების მოსაწყობად და სხვა მსგავსი დანიშნულებებისთვის. მთავარი განსხვავება სმარტ და არასმარტ მოდელებს შორის ინტერნეტ კავშირის შესაძლებლობაა. როგორც მიხვდით, პირველ მათგანს აქვს ის, ხოლო სტანდარტულებს - არა. გარდა სმარტისა ასევე არანაკლებ მოთხოვნადია Android TV, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, უყუროთ ფილმებს ტელევიზორის დიდ ეკრანზე Google Play - დან. გარდა ამისა, ის საშუალებას იძლევა პირდაპირ ტელევიზორის დიდ ეკრანზე გაუშვათ ფილმები, კლიპები, გასართობი თამაშები და სპორტული თამაშები Android, ან iOS -დან, აგრეთვე კომპიუტერებიდან Mac და Windows-დან.
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



