|
2023-08-08 14:07:57, 673 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ასევე, პატივი მიაგო ქობულეთში, სოფელ ცეცლაურში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკო. "დღეს ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში თავიდან იქნას არიდებული ასეთი ტრაგედიები და მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)