|
2023-08-08 14:03:59, 609 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ საქართველოსთვის თავდადებული გმირების ღვაწლი იმდენად განუზომელია, რომ ყოველ წელს გვაბრუნებს ჩვენი სამშობლოს იმ ტრაგიკული დღეების განცდასთან და კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას, რომ აუცილებლად მივა საქართველო თავის უდიდეს მიზნამდე - ჩვენ გავერთიანდებით, დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს და ეს იქნება ალბათ ყველაზე საპატიო გვირგვინი, რომლითაც ჩვენ გმირებს, მათ თავგანწირვას უმაღლეს პატივს მივაგებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)