17:57 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 16:56:41, 825 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი - მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა

მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გაფრთხილების სისტემების ქონის შემთხვევაშიც, მეწყრული პროცესების შეჩერება ვერ მოხდებოდა.

"მინდა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, თუ რა სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად ჩვენ საზოგადოებასთან პირნათელი ვიყავით მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე, ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს და გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დაცვა ვერ მოვახერხოთ.

ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ, თქვენ მოისმინეთ არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე და შოვის კონკრეტულ სტიქიასთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics