|
2023-08-07 13:25:21, 759 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ახლა საჭიროა ერთად დგომა, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა შოვში განვითარებული სტიქიის გამო დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სხდომაზე კიდევ ერთხელ მოუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. „დღეს გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება, გვმართებს. არ ვიცი, ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც, მაგალითად, ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული ისევ უკან შევიდა სხვების დასახმარებლად და გადასარჩენად. მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ჯარისკაცებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა. მე რამდენჯერმე ვთქვი და ჩვენი შესაბამისი სამსახურებით, ეს იქნება ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით, მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, როცა ამისი საჭიროება იქნება. ამ საკითხზე მე მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიმეცა ნებართვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის, მცირეწლოვანი შვილების გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მე მივეცი მათ ამის ნებართვა. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა, და ნახა რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ეს ბოროტება დაგმო. უამრავი ჟურნალისტისგან, რომელიც ოპოზიციურ არხებზე მუშაობს, არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყვნენ ასევე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენენ და მათაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. ყველას მინდა, მადლობა ვუთხრა ამ პოზიციის დაფიქსირებითვის და აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს და და ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე, როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი დავდგეთ ერთად. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



