|
2023-08-07 12:34:28, 731 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მთავრობის წევრებმა რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
თბილისის მთავრობის წევრებმა 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს, გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას. ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობს. „არ ვიცი ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი, იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც მაგალითად ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან სხვების დასახმარებლად შებრუნდა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჯარისკაცებს, მოხალისეებს, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა, ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით. მზად ვართ, ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდით დავუდგეთ, როცა ამის აუცილებლობა იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)