|
2023-08-06 12:58:46, 998 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე შოვზე - წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღის განმავლობაში წყლის დონის ვერანაირი მატება ან კლება
უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს თითქოს, წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა გვიწევს, ესეც უნდა იყოს პასუხგაცემული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მდინარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება. „ჩვენ ისეთ დეტალებში გავერკვიეთ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაშიც ბუნებრივია, მე პირადად მანამდე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა, კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ჩვენთვის რომ სიახლეა, ისეთ დეტალებში ჩავედით. მაგალითად, ქვეყანაში 200-მდე სადგური არსებობს წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღის განმავლობაში, წყლის დონის ვერანაირი მატება ან კლება. დეზინფორმაციაა ისიც, რომ იქ დაგუბება იყო. ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა - არც ერთი და არც მეორე, შესაბამისი მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია. უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს კამპანიური ხასიათი. ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, არ უნდა გვჭირდებოდეს პარალელურ რეჟიმში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)