|
2023-08-05 13:09:42, 944 ნახვა
საზოგადოება
შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ამოცნობილია, ცხედრები დაზიანებულია და დნმ საჭიროებენ
საგანგებო საკოორდინაციო შტაბის წევრის, ლერი ბარნაბიშვილის ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია. "როგორც მოგეხსენებათ, გზა იჭრება, რადგან ამ მეწყრულ მასა ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით რვა ერთეული ტექნიკა მუშაობს უკვე ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც ძირითადად იქნა გუშინ ნაპოვნი ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები და სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს გვამებიც. ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად. ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად. რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, 11-დან ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ამოცნობილია ექვსი პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია, ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად. გუშინ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს ძალები. ქვეითი მაშველები იქ იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად. ასევე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და მეორე მხრიდან დღეს გაიჭრება მეწყრულ მასასთან მისასვლელი გზა. კოტეჯებთან გუშინაც მუშაობდა ცოცხალი ძალა, დღესაც მუშაობს და მძიმე ტექნიკაც ახლოსა და მალე მივუახლოვდებით იმ ადგილს, სადაც იყო ეს ყველაფერი" - ამბობს ლერი მღებრიშვილი
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)