|
2023-08-02 13:42:02, 1007 ნახვა
საზოგადოება
მედია - ნათია ბახტაძის დედა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ოკუპირებულ გალში 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს,- ამის შესახებ გამოცემა "ეხო კავკაზა" წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. როგორც "ეხო კავკაზა" იტყობინება, მანამდე, არაერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ახალგაზრდა ქალის დედა იამზე აგუმავა ინფორმაციას არ ადასტურებს. „ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“,- წერს აგუმავა სოციალურ ქსელში. მომხდართან დაკავშირებით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოფიციალურ უწყებებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს, მისმა დედამ, იამზე აგუმავამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)