|
2023-08-01 22:06:19, 1626 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნის მართვა მმართველ პარტიას მოუწევს
მორბენალი ხაბეიშვილის და ჭიჭე ვაშაძის გაერთიანება მახსენებს მკვდარზე ვენოკიო, მეტს არაფერს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ქვეყანას "ღირსეული და ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალი" ოპოზიცია არ ჰყავს. მისივე თქმით, "შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის მართვა მმართველ პარტიას მოუწევს". "რაც შეეხება სხვა პარტიებს, რეალურად ჩვენ არ გვყავს ღირსეული და ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალი ოპოზიცია, სამწუხაროდ. ყველა არის განაყოფები კოლექტიური "ნაცმოძრაობის". თუ აქამდე სრულიად ვიყავი დარწმუნებული მე და ჩვენი გუნდი, რომ 2024 წლის არჩევნებში ზედმეტი გამოწვევების გარეშე გავიმარჯვებდით არჩევნებში, ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში, მმართველ პარტიას, ჩვენს გუნდს მოუწევს ამ ქვეყნის მართვა, რაც ერთის მხრივ არის იმ შედეგების დამსახურება, რომელიც აქვს მთლიანად მთავრობას, იმ სახელისუფლებო გუნდს, მშვიდობის შენარჩუნება და ის ეკონომიკური წარმატებები, ასევე მოსახლეობაზე უანგაროდ, გულწრფელად ზრუნვა, ის რომ ქვეყანაში არ არის არც ერთი ადამიანის უფლებები შელახული, რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს მანდატს, რომ შემდეგ წლებშიც შემდეგ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას. ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა, თუ 2012 წელს რამდენად დიდი საფრთხე იქნა განეიტრალებული, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ქვეყანაში. ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი მორალი, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პრინციპი, მათ შორის ერთმანეთთან რა დამოკიდებულებაც აქვთ, ესეც კარგად აჩვენეს და რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც არ აქვს, შესაბამისად, ძალიან კარგი დასკვნები უკვე გამოტანილია დარწმუნებული ვარ, ყველას მხრიდან. მომავალი წელი კიდევ ერთი გამარჯვების წელი იქნება, ჩვენი პარტიისთვის, ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული და ასევე ის განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხანია გამოუტანა სიმულიანტ და ლაჩარ სააკაშვილს და მის პარტიას, რა თქმა უნდა, იქნება ძალაში და არ გადაიხედება",- თქვა რიჟვაძემ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)