|
2023-08-01 15:58:33, 771 ნახვა
საზოგადოება
„თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა“ ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროექტის - "თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა" ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე და სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი, ბადრი კობალაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობიტ, პროექტს "World Vision საქართველო" 2019 წლიდან ახორციელებს და მისი დონორი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოა. სამიზნე ჯგუფები არიან საქართველოში მცხოვრები თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირები. "ლტოლვილთა უფლებების რეალიზაციის კუთხით, ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ლტოლვილი პირების დახმარებას, რათა მათ შეძლონ საჭირო სერვისებზე წვდომა ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის კუთხით. ასევე, მათი ფუნდამენტალური უფლებების რეალიზაციას და ადგილობრივ თემთან ინტეგრაციას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებული ვითარებაზე, საჭიროებებსა და მათი დაძლევის გზებზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)