|
2023-07-31 15:52:55, 810 ნახვა
საზოგადოება
წილოსანი ბერძენიშვილს - თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?
თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. "ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს - თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების? რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში. ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, ლეკვი ლომისა სწორია-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენეთ, ბატონო ლევან. როგორი დეგრადირებული აზროვნების მაჩვენებელია და რა სევდიანია ეს ყოველივე… დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს",- წერს წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)