|
2023-07-31 11:18:54, 617 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით თურქეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
თურქეთის ქალაქ სინოპში მცხოვრები ქართველებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქართული ლიტერატურით ინტერესდება, "თიბისის" მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართული წიგნების სივრცე გაიხსნა. თურქეთში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის მიზანი მსურველთათვის სხვადასხვა ქართველი მწერლის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. მკითხველს, ბიბლიოთეკის სივრცეში, თანამედროვე ქართველი მწერლების, სხვადასხვა ჟანრის პროზისა და პოეზიისა, აგრეთვე საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. სინოპში ბიბლიოთეკის გახსნას წინ უძღოდა, ა.წ. 23 მაისს, თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, ქართული ბიბლიოთეკების გახსნა, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი. „თიბისისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხელი შევუწყოთ საქართველოსთან კავშირების გაძლიერების პროცესში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვარგარეთ კიდევ ერთი ქართული კულტურულ-შემეცნებითი სივრცე გაჩნდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მარიამ თავბერიძე, "თიბისის" მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი. "თიბისი" მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)