|
2023-07-28 14:11:32, 874 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო
საქართველოს მასშტაბით 54 მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტებით დაინტერესებული ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს 757 ქალი დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათიი ცნობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი იყო თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. „აგრარულ საქმიანობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს ქალი ბენეფიციარების მეურნეობებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის მსურველი ქალბატონები სამუშაო პროცესს და წარმატებული მეურნეობების შექმნის ისტორიას გაეცნობიან. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამით ,,დანერგე მომავალი“ სარგებლობის მსურველ პირველ 100 ქალს მიწის ლაბორატორიული ანალიზი სრულად აუნაზღაურდება; განაცხადების შეტანის პროცესში ტექნიკურ კონსულტაციას მათ ფონდი „ტასო“ გაუწევს. აღნიშნული აქტივობები მიმდინარეობს „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი) Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)