|
2023-07-27 12:37:49, 894 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე. „სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. მინისტრმა მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)