00:10 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 14:36:49, 1360 ნახვა

სამართალი
ყაზბეგში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“, „თბილისის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 122 300 აშშ დოლარი, 5 680 000 რუსული რუბლი, 2 407 000 სომხური დრამი და 11 775 ლარი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 507 646,96 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 27 595,722 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტობიას კრემერი - როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics