14:31 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 14:58:32, 1034 ნახვა

საზოგადოება
გორში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის ბალონის აალება გახდა. 

მათივე ცნობით, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ და ამ დროისთვის, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics