|
2023-07-21 13:47:59, 879 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა სარაჯიშვილის გამზირზე ახლად გამწვანებული სივრცეები დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სარაჯიშვილის გამზირზე დასრულებული გამწვანების პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. „კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ გლდანის რაიონში, კონიაკის დასახლებაში. გზაგამყოფი სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ტრამვაი დადიოდა, მთლიანად მოწესრიგდა - მოეწყო ველობილიკი, სასეირნო სივრცე, გამწვანდა, გარდა ამისა, რეაბილიტირდა სარაჯიშვილის სკვერი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საპარკინგე სივრცედ იყო ქცეული. დღეს თქვენ ხედავთ, როგორი გამწვანებულია და მოწესრიგებულია. ასევე განხორციელდა ლიბანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროექტი. იქაც ხე-მცენარეები დაირგო, განათების სისტემა მოეწყო, საპარკე ინვენტარი განთავსდა, ბავშვებისთვის გამოიყო სპეციალური სივრცე, ასევე ტრენაჟორების სივრცე. ადგილობრივი მოსახლეობა ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, ჩვენი დაპირება იყო, რომ მოვაწესრიგებდით და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობით, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატული მეტრს შეადგენს, მოეწყო საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 104 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 668 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გზაგამყოფი გამწვანებული კუნძულები, სადაც დაირგო 174 ძირი ნერგი და 1 983 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. „სარაჯიშვილის სკვერში, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და განთავსდა საპარკე ავეჯი. აქაც, რასაკვირველია დაირგო 584 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 3 804 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. რაც შეეხება ლიბანის სკვერს, 21 000 კვადრატულ მეტრზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, დამატებით მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის სოკო, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი, ასევე განთავსდა საპარკე ინვენტარი, დაირგო 1 600 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 15 121 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ფარგლებში, 52 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 7 462 ძირი ნერგი დაირგო, ხოლო 36 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი. აღნიშნული პროექტების ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)